• October

    15

    2023
  • 95
  • 0
ისრაელის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ცაჩი ჰანეგბი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანია, „ჰამასი“ ღაზის სექტორის სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს ჩამოაცილოს

ისრაელის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ცაჩი ჰანეგბი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანია, „ჰამასი“ ღაზის სექტორის სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს ჩამოაცილოს

ისრაელის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ცაჩი ჰანეგბის განცხადებით, მთავრობის მიზანია, „ჰამასი“ ღაზის სექტორის სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს ჩამოაცილოს. ამასთან, მან უარი თქვა, ანკლავთან დაკავშირებით ისრაელის მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით საუბარზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვერ შევატყობინებთ თქვენი საშუალებით მტერს, თუ რა ელოდება, ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ „ჰამასს“, რომ მას ეკრძალება, იყოს მმართველი ღაზაში“, – განაცხადა ჰანეგბი.

როგორც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა თქვა, მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე, მთავრობამ დაამტკიცა „ჰამასის“ განადგურების გეგმა, როგორც ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ისაუბრეს.

„ჰამასი არ იქნება ღაზის სექტორში მმართველი ბრძოლის შემდეგ“, – განაცხადა მან.

მთავრობის პასუხისმგებლობაზე და „ჰამასის“ თავდასხმის აღკვეთის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ჰანეგბიმ აღიარა, რომ სახელმწიფომ თავისი მისია ვერ შეასრულა. მან ასევე თქვა, რომ შეცდომა იყო იმაზე ფიქრი, რომ „ჰამასი“ შეკავებული და დასუსტებული იყო 2021 წელს ჩატარებული ოპერაციის შედეგად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor