• August

    5

    2024
  • 92
  • 0
ისრაელის ფინანსთა მინისტრი – ვიდრე მძევლები დაბრუნებული არ არიან, თუნდაც გამართლებული იყოს, არავინ მოგვცემს უფლებას, ორი მილიონი მშვიდობიანი მოსახლე ღაზაში შიმშილით დაიღუპოს

ისრაელის ფინანსთა მინისტრი – ვიდრე მძევლები დაბრუნებული არ არიან, თუნდაც გამართლებული იყოს, არავინ მოგვცემს უფლებას, ორი მილიონი მშვიდობიანი მოსახლე ღაზაში შიმშილით დაიღუპოს

ვიდრე მძევლები დაბრუნებული არ არიან, თუნდაც ეს გამართლებული და მორალური იყოს, არავინ მოგვცემს უფლებას, რომ ორი მილიონი მშვიდობიანი მოსახლე ღაზაში შიმშილით დაიღუპოს, – ამის შესახებ ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა.

ისრაელის ფინანსთა მინისტრის თქმით, ისრაელმა არაბულ ანკლავზე სრული კონტროლი უნდა დაამყაროს, რადგან ისრაელი ღაზიდან 2005 წელს რომ არ გამოსულიყო, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა არასოდეს მოხდებოდა.

„ღაზაში დახმარებას იმიტომ ვატარებთ, რომ არჩევანი არ გვაქვს. ამჟამინდელ გლობალურ რეალობაში ჩვენ არ შეგვიძლია ომის მართვა. არავინ მოგვცემს უფლებას, ორი მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე შიმშილით დაიღუპოს, თუნდაც ეს გამართლებული და მორალური იყოს, სანამ ჩვენი მძევლები არ დაბრუნდებიან. ჰუმანიტარული ჰუმანიტარულის სანაცვლოდ მორალურად გამართლებულია, მაგრამ რა ვქნათ? ჩვენ დღეს ვცხოვრობთ გარკვეულ რეალობაში, გვჭირდება საერთაშორისო ლეგიტიმაცია ამ ომისთვის“, – განაცხადა ბეზალელ სმოტრიჩმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor