• November

    6

    2024
  • 49
  • 0
ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ ქვეყანას „ავადმყოფი და შეშლილი ხელმძღვანელობა ჰყავს“

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ ქვეყანას „ავადმყოფი და შეშლილი ხელმძღვანელობა ჰყავს“

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის განცხადებით, ქვეყანას „ავადმყოფი და შეშლილი ხელმძღვანელობა ჰყავს“.

აღნიშნული განცხადებით ბენეტი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ამ ლომების ერს ავადმყოფი და შეშლილი ხელმძღვანელობა მართავს. მოვუწოდებ ჩვენს ჯარისკაცებს ყველა ფრონტზე: არ დაკარგოთ ფოკუსი მტრის წინააღმდეგ. თქვენ თუ დაგვიცავთ, ჩვენ საზოგადოება დაგიცავთ თქვენ. არ მიეცეთ სასოწარკვეთილებას, ცვლილებები მოდის“, – წერს ნაფტალი ბენეტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ისრაელში საპროტესტო აქციები იმართება. ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ დემონსტრანტები იერუსალიმში, მის სახლთანაც.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor