• July

    26

    2024
  • 80
  • 0
ისრაელი საფრანგეთს ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს

ისრაელი საფრანგეთს ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს

ისრაელი საფრანგეთს ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

როგორც ფრანგული მედია წერს, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას წერილის საშუალებით აცნობა.

„ზოგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ მხიარული მოვლენის აღნიშვნას“,- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ფრანგ კოლეგას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელის დელეგაცია უზრუნველყოფილია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით.

ამასთან, პალესტინის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოლიმპიადაზე ისრაელის მონაწილეობის აკრძალვას ითხოვდნენ. ამასთან, წერილში აღნიშნული იყო, რომ ღაზის სექტორის დაბომბვა ოლიმპიური ზავის დარღვევაა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პალესტინის აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor