• October

    18

    2023
  • 94
  • 0

ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო, თურქეთში აშშ-ის საკონსულო დაიხურა

თურქეთში, ადანაში აშშ-ის საკონსულო საპროტესტო აქციების გამო დაიხურა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები.

„ნებისმიერი შეკრება, თუნდაც ის მშვიდობიანი იყოს, შეიძლება, გამწვავდეს და ძალადობრივი გახდეს. საპროტესტო აქტივობამ შეიძლება, გამოიწვიოს გზების ჩაკეტვა და მოძრაობის შეფერხება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor