
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელ კაცი – ღაზა იწვის, ისრაელის თავდაცვის ძალები რკინის მუშტით ურტყამს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას, ჯარისკაცები მამაცურად იბრძვიან, რათა შექმნან პირობები „ჰამასის“ დამარცხებისთვის
ისრაელის თავდაცვის ძალები რკინის მუშტით ურტყამს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას და ჯარისკაცები მამაცურად იბრძვიან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„ღაზა იწვის. ისრაელის თავდაცვის ძალები რკინის მუშტით ურტყამს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები მამაცურად იბრძვიან, რათა შექმნან პირობები მძევლების გათავისუფლებისა და „ჰამასის“ დამარცხებისთვის“, – დაწერა ისრაელ კაცმა.
ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქი ღაზა ღამით 20 000-მა პალესტინელმა დატოვა. გავრცელებული ცნობით, ქალაქიდან 320 000-ზე მეტი პალესტინელი გადავიდა სექტორის სხვა რაიონებში, რაც ისრაელის არმიის მიერ ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მოხდა.





