• March

    27

    2025
  • 81
  • 0
იტალიურმა კომპანია „არისტონმა“ რუსეთში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა

იტალიურმა კომპანია „არისტონმა“ რუსეთში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა

იტალიურმა კომპანიამ „არისტონი“ რუსეთში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.

კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი რუსული შვილობილი კომპანიის „არისტონ თერმო რუსი“-ს „გაზპრომისთვის“ დროებით მართვაში გადაცემა ვლადიმერ პუტინის განკარგულებით გაუქმდა.

კომპანიაში მიესალებიან რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას რუსეთში, ამასთანავე მოქმედ სანქციებს დაიცავენ.

შპს „არისტონ თერმო რუსი“ 2002 წელს ლენინგრადის ოლქში, ვსევოლოჟსკში დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა – საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობების წარმოება. კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას, სერგეი კუკუტი იკავებს.

კომპანიაში 318 ადამიანი ადამიანია დასაქმებული.

2023 წელს „არისტონ თერმო რუსის“ მოგებამ 33 მილიონი რუბლი შეადგინა, შემოსავალმა – 9,4 მილიარდი რუბლი.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „არისტონ თერმო რუსის“ სათავო ოფისი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, რუსეთში უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor