• October

    27

    2025
  • 48
  • 0
იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს

იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისინი სწავლას საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ.

„საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელები, იუნკერების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა საგანმანათლებლო სისტემაში აკადემიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აკადემიის სტუდენტები, სამხედრო საქმის გარდა,  სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ლიდერობას შეისწავლიან. დასასრულ, მათ იუნკერებს კურსის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ ფიცის დადების შემდეგ იუნკერები დალოცა, აკადემიის ხელმძღვანელობამ კი წარჩინებული იუნკერები   საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

იუნკერები თავდაცვის აკადემიაში ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად ჩაირიცხნენ. პირველ ეტაპზე მათ გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების 5-კვირიანი კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომდევნო 4-წლიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor