• November

    11

    2025
  • 33
  • 0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას ეხება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას ეხება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

ცვლილებით კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უფლება ექნება,  კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან გამოითხოვოს გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, აგრეთვე გამოთხოვილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და ბაზებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ხოლო ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor