
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ
იურისტი ირაკლი ზაქარეიშვილი კოლექტიური დასავლეთიდან და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე გვესაუბრება
ირაკლი ზაქარეიშვილი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი იურისტია, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი და შესაბამისად, მისი ხედვები დღევანდელ მოვლენებზე ერთობ საინტერესო და ორიგინალურია, რაც ასევე მოიცავს პროფესიონალის სხარტი გონებისა და ღრმა ხედვის პერსპექტივას.
,,GEO NEWS” ირაკლი ზაქარეიშვილთან ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ.
-ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ ცესკოს თავჯდომარეზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ?
-ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა ცხადია დანაშაულია და ისიც დანაშაულია, ფაქტზე წასწრებული ,,ნაცტერორისტი”კომისიის წევრი ადგილზე, რომ არ დააკავეს და ამ დრომდე თავისუფლად დაპარპაშებს.
–მიმდინარეობს ოპოზიციის აქციები, კარვები და პროტესტი. ამ ფონზე, როგორ გესახებათ ოპოზიციურ ფლანგზე მოვლენების შესაძლო განვითარება ?
-ოპოზიცია და მათი ხელშემწყობი გარე ძალები რევოლუციისათვის ემზადებიან. მათი სცენარი ძალადობრივია და სისხლიან კომპონენტს ითვალისწინებს. ხელისუფლებას არ უნდა დაეშვა მათ მიერ თბილისის ცენტრის პარალიზება, უნდა გაერეკათ და აეყარათ კარვები.
–კარვების ადგილზე დატოვებით ხომ არ მოხდება რადიკალების წახალისება თუ ისინი საბოლოოდ, პარლამენტში აღმოჩნდებიან ?
-ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ისინი ალტერნატიულ პარლამენტს და მთავრობას შექმნიან, ამ პროცესებს კი, სათავეში სალომე ზურაბიშვილი უდგას და მასზე გადაიტანს დასავლეთი სახელისუფლებო ლეგიტიმაციას.
ირაკლი გუნია





