• November

    26

    2025
  • 48
  • 0
იური უშაკოვი – მედიაში გავრცელებული საუბრის ჩანაწერი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად

იური უშაკოვი – მედიაში გავრცელებული საუბრის ჩანაწერი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, მედიაში გავრცელებული საუბრის ჩანაწერი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად. როგორც უშაკოვი აღნიშნავს, ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა ისე, რომ მედიაში ამ საუბარს გაეჟონა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფუჭებაა.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად კეთდებოდეს. ვიღაც ინფორმაციას ამჟღავნებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა“, – თქვა უშაკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საუბრები მასსა და უიტკოფს შორის ხშირად იმართება, მაგრამ რუსეთი არ არის დაკავებული მედიაში ამ საუბრების გატანით.

„ამ საუბრების არსი კონფიდენციალურია. მე კომენტარს არ ვაკეთებ ამაზე, არავინ უნდა გააკეთოს კომენტარი“, – აღნიშნა მან.

უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო კვირას მოსკოვს სტივ უიტკოფი ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ეწვევა.

„ის მომავალ კვირას მოსკოვში ჩამოვა. ის და ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც უკრაინის საქმეებში არიან ჩართულნი“, – თქვა უშაკოვმა.

„ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლი სტივ უიტკოფი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი საუბრობენ. კერძოდ, უიტკოფი უშაკოვს რჩევას აძლევს, „როგორ შეეძლო რუსეთს ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor