• October

    6

    2025
  • 48
  • 0
იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა ისაუბრეს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებსა და არჩევნების მიმდინარეობისას განვითარებულ პროცესებზე.

„ყურადღება გამახვილდა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, შეუფერხებლად წარიმართა. ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 25 საჩივარია შესული, თუმცა აღნიშნული საჩივრები არ უკავშირდება ისეთი სახის დარღვევებს, რაც გავლენას მოახდენდა საარჩევნო პროცესის საბოლოო შედეგებზე. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და შესაძლო დარღვევებზე დროული რეაგირება. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია სწავლობდა როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და კიდევ ერთ, შემაჯამებელ სხდომას გამართავს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor