• December

    26

    2024
  • 80
  • 0
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს წლების განმავლობაში ურთიერთშორის სხვადასხვა რანგში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მზაობა გამოთქვეს იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების თაობაზე.

„შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, განსაკუთრებით, სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ქცევის კორექციას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მათი შემდგომი ინტეგრაციისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor