• April

    16

    2025
  • 72
  • 0
იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია საქართველოში სომხეთის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია საქართველოში სომხეთის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში სომხეთის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობას ორი ქვეყნის იურიდიული სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის.

„შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.

პაატა სალიამ აშოტ სმბატიანს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტებიც გააცნო. მინისტრმა გამოხატა მზაობა, სომეხ კოლეგას თბილისში უმასპინძლოს“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor