• October

    8

    2024
  • 87
  • 0
იქნება თუ არა კონსტიტუციის ,,რეციდივისტი” დამრღვევი ზურაბიშვილი პირველი გადაყენებული პრეზიდენტი ?

იქნება თუ არა კონსტიტუციის ,,რეციდივისტი” დამრღვევი ზურაბიშვილი პირველი გადაყენებული პრეზიდენტი ?

დასავლეთიდან მართული პრეზიდენტის გზა ევროპული ქვეყნების დედაქალაქებიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე – ,,ქართული ოცნების,, პასუხი სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტებზე.

უკვე მეორედ მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო, შარშანდელის მსგავსად, სახელმწიფოს მეთაურს ქვეყნის უზენაესი კანონის დამრღვევად ცნობს, ხელისუფლება საკანონმდებლო პროცედურის წარმართვას ახალი მოწვევის პარლამენტში გეგმავს.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მივა თუ არა ამჯერად მაინც პროცესი ბოლომდე. იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადასაყენებლად მინიმუმ 100 ხმა არის საჭირო.

სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წელს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იყრიდა კენჭს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. სახელმწიფოს მეთაურს გადააყენებენ თუ თანამდებობას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დატოვებს – ამ კითხვას პასუხი იმის მიხედვით გაეცემა, თუ რა პოლიტიკური მოცემულობა იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

ევროპის ქვეყნებში უნებართვო ვიზიტები, საარჩევნო პროცესებში ჩარევა – მმართველი პარტიის მიერ იმპიჩმენტის მიზეზად დასახელებულ არგუმენტებს მძიმე რეაქცია მოჰყვა ოპოზიციისგან.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor