• November

    9

    2024
  • 54
  • 0
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება.

პროექტის ფარგლებში, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ კარიერული კონსულტირება – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარები და დასაქმების სასურველი სფეროები. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე სააგენტო უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას და სამუშაოს მაძიებლებისა და ბიზნესის ურთიერთდაკავშირებას.

პროექტი თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება. კონსულტირებისათვის დევნილი მოქალაქეები უნდა ეწვიონ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგიონულ სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. პროექტი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირების შრომის ბაზარზე გააქტიურებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor