• April

    3

    2025
  • 70
  • 0
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება

ქუთაისში არსებული გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღების მიზნით, საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოზარდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

კადეტებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამხედრო ლიცეუმში სწავლისა და ცხოვრების პირობები გააცნეს და იმ გამორჩეულ გარემოსა და შესაძლებლობებზე ესაუბრნენ, რომელსაც ლიცეუმი თითოეულ კანდიდატს სთავაზობს. კადეტებმა ახალგაზრდებს დღის განრიგი გააცნეს და სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები 5 ივნისს, ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდება. ღია კარის დღეზე ლიცეუმში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს სასწავლებლის ინფრასტრუქტურის დათვალიერებისა და შესაძლებლობების გაცნობის საშუალება ადგილზე ექნებათ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor