• November

    29

    2024
  • 55
  • 0
კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ აქციაზე დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ აქციაზე დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ აქციიდან მათთან შეყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ამ ეტაპზე დაშავებულთა რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენს კლინიკაში ადამიანები შემოყვანილები არიან სხვადასხვა ტრავმებით. მათ უტარდებათ შესაბამისი კლინიკური კვლევები. შემდეგ ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ“, – განაცხადა კლინიკის მორიგე ექიმმა, ნიკა კაპანაძემ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა სამედიცინო ბრიგადებმა აღმოუჩინეს. ამასთან, დაშავებულთა შორის არიან სამართალდამცველებიც.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor