• July

    31

    2024
  • 90
  • 0
კამალა ჰარისი – ცალსახად ვუჭერ მხარს ისრაელის უფლებას, დარჩეს უსაფრთხოდ, მას აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაციისგან, რასაც „ჰეზბოლა“ ნამდვილად წარმოადგენს

კამალა ჰარისი – ცალსახად ვუჭერ მხარს ისრაელის უფლებას, დარჩეს უსაფრთხოდ, მას აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაციისგან, რასაც „ჰეზბოლა“ ნამდვილად წარმოადგენს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, ისრაელის მიერ ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უნდა გაგრძელდეს მუშობა პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე.

„მე ცალსახად მხარს ვუჭერ ისრაელის უფლებას, დარჩეს უსაფრთხოდ და დაიცვას ისრაელის უსაფრთხოება. მას აქვს უფლება, დაიცვას თავი ტერორისტული ორგანიზაციისგან, რომელიც ნამდვილად არის „ჰეზბოლა“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ისრაელმა ბეირუთზე იერიში რამდენიმე საათის წინ განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი, რომელიც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას სამხედრო მრჩეველი იყო. როგორც ისრაელში აცხადებენ, სწორედ ფუად შუქრი ხელმძღვანელობდა გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor