• December

    25

    2024
  • 68
  • 0
კახა კალაძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა

კახა კალაძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ილია მეორეს დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.

„პირველ რიგში, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. 47 წლის წინ, სვეტიცხოვლის ტაძარში მან ქართველ ხალხს მისცა პირობა, რომ „საკუთარი მხრებით ზიდავდა პატრიარქის უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, რასაც პირნათლად ასრულებს.

დიდია ილია მეორის ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებაში, რისთვისაც ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მადლობას ვუხდი მას. ვუსურვებ მის უწმინდესობას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor