• November

    13

    2025
  • 25
  • 0
კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო

კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, საუბარი ძირითადად ჯანდაცვის, სოციალურ, არქიტექტურულ, ურბანულ, სატრანსპორტო და სხვა საკითხებს შეეხებოდა.

თბილისის მერმა მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და მათ მერიის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში თბილისის მერიაში გაიმართება ინტენსიური შეხვედრები. კახა კალაძესთან შეხვედრის მსურველებს საშუალება აქვთ, მერიის პირველ სართულზე მდებარე მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრში, შემოიტანონ განაცხადი შეხვდრაზე დასწრების მოთხოვნით, სადაც უნდა მიუთითონ საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციის ფარგლებში შედის.

მოქალაქეები მერს ეტაპობრივად, რიგითობის პრინციპით შეხვდებიან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor