• August

    8

    2024
  • 79
  • 0
კახა კალაძე – აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები, 16 წელია, ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის, ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, შენებით, განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას

კახა კალაძე – აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები, 16 წელია, ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის, ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, შენებით, განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას

ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, წინაპართა მიტოვებული საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები – აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები, 16 წელია, ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკაშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, რაც მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შენებას გულისხმობს.

„ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ შენებით, მხოლოდ წინსვლით და განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად. მარადიული ხსოვნა და დიდება იყოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, რომელთაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“, – წერს კალაძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor