• October

    26

    2024
  • 57
  • 0
კახა კალაძე – ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში

კახა კალაძე – ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში.

როგორც კალაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 15:00 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტიობა და თითოეული ამომრჩევლის ხმას აქვს დიდი მნიშვნელობა.

„დღეს წყდება, ჩვენი ქეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელი და შეუძლებლია. უნდა აღინიშნოს, რომ სამი საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმატებას არავითარ შანსს არ უტოვებს. ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, თუმცა გვჭირდება ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მოსვლა, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor