• August

    30

    2024
  • 62
  • 0
კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი არ არსებობს, ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია

კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი არ არსებობს, ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია

ოპოზიციას უცხო ქვეყნის მთავრობები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ზღვარი არ არსებობს.

„შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია. სამწუხაროა ასევე ის, რომ ოპოზიცია უკვე ღიად ფინანსდება უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება, რაც პირდაპირ უხეში ჩარევაა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში. ეს ძალიან მძიმეა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება რეალურად, ვინ არიან ეს კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში იღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor