• September

    30

    2025
  • 61
  • 0
კახა კალაძე – ახალგაზრდებს იყენებენ ისეთი ადამიანების შექმნისთვის, როგორსაც ვხედავთ ხოლმე რუსთაველზე, „ენჯეოების“ თემა გაშიფრულია, ყველაფერი ნათელია, ვის და რას ემსახურებიან აგენტურის წარმომადგენლები

კახა კალაძე – ახალგაზრდებს იყენებენ ისეთი ადამიანების შექმნისთვის, როგორსაც ვხედავთ ხოლმე რუსთაველზე, „ენჯეოების“ თემა გაშიფრულია, ყველაფერი ნათელია, ვის და რას ემსახურებიან აგენტურის წარმომადგენლები

ყველაფერი ცხადი და ნათელია, ვის და რას ემსახურებიან აგენტურის წარმომადგენლები, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, საპროტესტო ტალღის აგორებისა და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის ორგანიზების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგში ახალგაზრდების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების, ჩართვის შესახებ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების გავლით უცხოური დაფინანსების თემები უკვე გაშიფრულია.

„ამ ახალგაზრდებს იყენებენ მხოლოდ ისეთი ადამიანების შექმნისთვის, როგორსაც ვხედავთ ყოველ საღამოს რუსთაველზე. ეს შემთხვევითი არ არის, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რომ აგენტურული ქსელი გაეკეთებინათ. უამრავი თანხა იხარჯებოდა და ახლაც აქვთ მცდელობა. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ვითომ რაღაც კარგი საქმით იყვნენ დაკავებულნი ქვეყანაში, ძირითადი თანხები ხმარდებოდა პოლიტიკას,  ბოროტებას, ადამიანების დაპირისპირების წახალისებას, პოლარიზაციის გაღრმავებას. არასამთავრობო ორგანიზაციების თემა უკვე გაშიფრულია. მცდელობა ჰქონდათ და უნივერსიტეტების გავლით აკეთებდნენ ამას და ესეც საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ როგორ მუშაობს. მაგრამ მარტო საქართველოში კი არ არის, ყველგან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გლობალური ომის პარტია, ე.წ. „დიფ სთეითი“, ამ მეთოდებით მუშაობს, რაზეც საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტი. ამიტომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, ვის და რას ემსახურებიან  აგენტურის წარმომადგენლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor