• December

    31

    2025
  • 71
  • 0
კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება, ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ადამიანებს აარიდოს ბულინგი და შეურაცხყოფა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება, ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ადამიანებს აარიდოს ბულინგი და შეურაცხყოფა

ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება და მაყურებელი დღეს ღამით იხილავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, გალაკონცერტი ერთი მხრივ, საჩუქარია მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობას წარმოადგენს.

„საახალწლო გალაკონცერტი წელს სატელევიზიო ფორმატის იქნება და მაყურებელი მას დღეს ღამით იხილავს. გალაკონცერტი ერთი მხრივ, არის საჩუქარი მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ეს არის ხელშეწყობა და დახმარება ქართველი მუსიკოსებისთვის, მომღერლებისთვის. ვფიქრობ, ზედმეტია ახსნა-განმარტება, თუ რატომ იმართება სატელევიზიო ფორმატით. ამ საზეიმო წუთებში არ გადაგღლით მძიმე თემებით, ვიტყვი მხოლოდ ერთს, ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ადამიანებს აარიდოს ბულინგი და შეურაცხყოფა, რაც არაერთხელ ვიხილეთ თუნდაც იგივე მუსიკოსების მისამართით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე აღნიშნა, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა გახალგრძლივდება და როგორც მეტრო, ისე ავტობუსები, მოსახლეობას პირველი იანვრის 00:00-დან 03:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, გახაგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაც.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor