• September

    14

    2023
  • 68
  • 0
კახა კალაძე – ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ

კახა კალაძე – ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ

ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

„გუშინ მივიღეთ წერილი, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ცენტრი ვერ გააგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დგას ბავშვების უსაფრთხოება. ისინი, ვინც აღნიშნულ ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან, ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი შენობის ავარიულობიდან გამომდინარე იხურება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბენეფიციარები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, რომლის თქმითაც, აკრედიტებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე აქვთ ინფორმაცია, რომ ამ კორპუსის ექსპლუატაცია არის საფრთხის შემცველი და უსაფრთხოების მიზნით, ცენტრის ბენეფიციარები სხვა შენობაში გადანაწილდებიან. ამასთან, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის განცხადების თანახმად, მუშაობენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა სწრაფად მოხერხდეს ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor