• October

    1

    2023
  • 190
  • 0
კახა კალაძე : ბევრი თბილი სიტყვა ითქვა ჩვენს სამშობლოზე, ქვეყანაზე, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქზე – არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

კახა კალაძე : ბევრი თბილი სიტყვა ითქვა ჩვენს სამშობლოზე, ქვეყანაზე, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქზე – არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

,, დღეს ძალიან ბევრი თბილი სიტყვა ითქვა ჩვენს სამშობლოზე, ქვეყანაზე, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქზე, არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

„დღეს ძალიან ბევრი თბილი სიტყვა ითქვა ჩვენს სამშობლოზე, ქვეყანაზე, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქზე. არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წარსული ცხოვრებითაც, როდესაც სპორტში ვიყავი, ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საქართველოს სახელი გამეტანა საზღვრებს გარეთ. დღეს უშუალოდ ვარ თბილისელების სამსახურში, ჩემი ქვეყნის სამსახურში და ვიდრე ჩემი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, ყოველთვის ვიქნები ქართველი ხალხისა და სამშობლოს სამსახურში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2023 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ, კერძოდ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor