• August

    30

    2024
  • 71
  • 0
კახა კალაძე – გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი, უბრალოდ, სასაცილოა

კახა კალაძე – გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი, უბრალოდ, სასაცილოა

გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი, უბრალოდ სასაცილოა , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ავალებენ, რომ ერთმანეთში გაერთიანდნენ.

„ეს არის უპრინციპო ადამიანების ქმედება. შეიძლება, დიდი სურვილიც არ აქვთ გაერთიანებისა და გადაჯგუფების, მაგრამ ამას ავალებენ. მაგალითად, გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი. უბრალოდ, სასაცილოა. თუნდაც ხაზარაძე-ელისაშვილის გაერთიანება. ერთი მეორეს თაღლითს ეძახდა, ხალხის გაუბედურებაში ადანაშაულებდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ხელჩართულ ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ადამიანებთან გვაქვს საქმე. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს, სწორ ანალიზს აკეთებს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ არჩევნებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor