• September

    15

    2025
  • 70
  • 0
კახა კალაძე – დაველოდოთ საგამოძიებო უწყებებს, „ჰექსოგენის“ საქმეში უკრაინული სპეცსამსახურების ჩართულობა არ უნდა გაგვიკვირდეს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ

კახა კალაძე – დაველოდოთ საგამოძიებო უწყებებს, „ჰექსოგენის“ საქმეში უკრაინული სპეცსამსახურების ჩართულობა არ უნდა გაგვიკვირდეს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ

ვინ არიან წარმოდგენილი უკრაინაში გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე? შემთხვევით, ის პირები ხომ არ არიან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხალხს აწამებდნენ 2012 წლამდე? რაიმე უბედურება თუ ხდებოდა, მათი ჩართულობითა და მათი თანამონაწილეობით ხდებოდა. შემთხვევით, ეს ადამიანები ხომ არ არიან სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე? არ უნდა გაგვიკვირდეს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში უკრაინის სპეცსამსახურების კვალთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, მას წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთება არ სურს და მიიჩნევს, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება განახორციელა.

„წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, დაველოდოთ კიდევ საგამოძიებო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრევენციული ღონისძიების განხორციელება და მადლობა შესაბამის უწყებას და თითოეულ თანამშრომელს მათი საქმიანობისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც 11 სექტემბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.

სუს-ის ინფორმაციით, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor