• September

    27

    2023
  • 148
  • 0
კახა კალაძე – დღევანდელი დღე ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

კახა კალაძე – დღევანდელი დღე ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია უახლეს ისტორიაში – სოხუმის დაცემის დღე. ეს თარიღი, რა თქმა უნდა, ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის. ამ დღეს მოჰყვა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა, გახლეჩილი საქართველო. მინდა, პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზი მინდა გავუსვა, მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და თანაცხოვრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor