• September

    16

    2025
  • 91
  • 0
კახა კალაძე – ევროკავშირის ელჩის ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როცა საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას

კახა კალაძე – ევროკავშირის ელჩის ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როცა საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას

ევროკავშირის ელჩის ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „როგორ შეაფასებდით, რომ ევროკავშირის ელჩი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის ერთ-ერთი არის ანანო ცინცაბაძე, რომელმაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია გურიაში გადაღებული კადრებიც. ანანო ცინცაბაძის ორგანიზაცია არ არის რეგისტრირებული“.

კახა კალაძის თქმით, შემთხვევით არაფერი ხდება, გარედან შემოდის დაფინანსებები და ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება.

„ეს ადამიანები ჩვეულებრივად წამხალისებლები არიან იმ ექსტრემიზმის, ძალადობრივი დაჯგუფებების, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს. პირდაპირ აფინანსებენ, არც ერიდებიან. არც მხარდაჭერის გამოხატვის ერიდებიან, იგივე ევროკავშირის ელჩი ჩვეულებრივად ნაწილია იმ ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც არის შექმნილი მათივე დაფინანსებით, მათივე მხარდაჭერით. ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილია, დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაშია, მისი ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი იმართება გარედან, გარედან შემოდის დაფინანსებები, გარედან ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor