• September

    10

    2024
  • 50
  • 0
კახა კალაძე – ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე

კახა კალაძე – ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე

ღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრას ალბანეთში გამართავს. თამაშის საჯარო ჩვენება კი, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

საჯარო ჩვენების სამზადისს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მან ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენი ეროვნული ნაკრები ალბანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ძალიან ძლიერი მეტოქეა, რთული შეხვედრა იქნება. მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. ვიცი, როგორ ელოდება ქართველი გულშემატკივარი ამ თამაშს. შესაბამისად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს საშუალება, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მობრძანდეს. ძალიან დიდი ეკრანი უკვე დაყენებულია. ასევე ტერიტორიაზე კვების ობიექტები განთავსდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor