• November

    1

    2023
  • 109
  • 0

კახა კალაძე – კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, ისიც ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინები არსებობს, რადგან ქვეყანამ ამისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული. ასევე შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები.

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ვიცით, რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, თუმცა ახლა აღარ დავუბრუნდები წარსულს. მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ყველაფერი ზედმიზევნითაა გაკეთებული. იყო დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც ასევე, შესრულებულია. გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რატომ არ უნდა მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სტატუსის მიღება, რისთვისაც ყველაფერი გაკეთდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor