• September

    25

    2024
  • 52
  • 0
კახა კალაძე : კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გამტარები ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება

კახა კალაძე : კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გამტარები ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება

კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გამტარები ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც „აირჩიე ევროპას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, როგორც „გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებს“, ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაევალათ.

მისივე განმარტებით, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას, სახელმწიფო მათ მიმართ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„რა რეპრესიებზეა საუბარი, როდესაც გამჭვირვალობას ვითხოვთ. უბრალოდ, ისინი გამტარები არიან ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა სახის ინფორმაციაზე – საიდან შემოდის თანხები, ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაში იხარჯება ეს ფული. არ ვიცი, ისინი გამოაქვეყნებენ თუ არა მოთხოვნილ ინფორმაციას. ვინც კანონს დაარღვევს, მათ მიმართ სახელმწიფო უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor