• October

    31

    2025
  • 55
  • 0
კახა კალაძე – მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ახალი წლისთვის დასრულდება

კახა კალაძე – მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ახალი წლისთვის დასრულდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე, პარტია „ლელოს“ წევრის ვახტანგ სურგულაძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროექტში გამარჯვებულ ორივე კომპანიასთან, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობა გაწყვიტა, რის გამოც, სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გაჭიანურდა.

„არასდროს დავმალულვართ, ყველაფერზე პირდაპირ ვსაუბრობდით, მათ შორის, იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას უკავშირდებოდა. კომპანია ვერ ვნახეთ, ვინც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებდა. ერთი კომპანია იყო, ვალდებულებები ვერ შეასრულა – გავწყვიტეთ ხელშეკრულება, მეორე კომპანია იყო და იმასთანაც აღარ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან არ გვყავს ექსპერტები ამ მიმართულებით, არც შესაბამისი კომპანიები მსგავსი გამოცდილებით, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი სამუშაოების შესრულება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ბევრი კომპანია თავს იკავებდა ტენდერში მონაწილეობისა და შესაბამისი სამუშაოების წარმოებისგან.

„დავიწყებდით რაღაცის გაკეთებას და მერე გამოჩნდებოდა, რომ გვირაბის თაღში პრობლემები იყო. ამიტომ დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები, ჩამოვიყვანეთ და პროექტი გადაკეთდა. ჩვენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ უსაფრთხოდ, მით უმეტეს, გვახსოვს, თუ რა მოხდა აღნიშნულ მეტროში. ბევრი კომპანია თავს იკავებს – ეშინია, ერიდება, რომ შემოვიდეს ტენდერში და შესაბამისი სამუშაოები აწარმოონ, თუმცა დღეს უკვე ყველა კვლევა ჩატარებულია. საჭირო სამუშაოებისთვის დროებით დაკეტილიც იყო მეტროსადგური. ახალი წლისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor