
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
კახა კალაძე – მინდა, მივულოცო შობა ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის შობას აღნიშნავს, შობა სიკეთის, სიყვარულის, ხსნის სიმბოლოა და ყოველი ქრისტიანი ამ დღესასწაულს რწმენით ხვდება
თბილისის მერი კახა კალაძე შობის დღესასწაულს ულოცავს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
„მინდა, მივულოცო შობის დღესასწაული ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. შობა სიკეთის, სიყვარულის, ხსნის სიმბოლოა და ყოველი ქრისტიანი ამ დღესასწაულს იმედითა და რწმენით ხვდება.
გილოცავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“ – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.





