• September

    22

    2025
  • 90
  • 0
კახა კალაძე – მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ში გამოსვლისას ძირითადი გზავნილები იქნება იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები აშშ-თან

კახა კალაძე – მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ში გამოსვლისას ძირითადი გზავნილები იქნება იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები აშშ-თან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეა არის პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

როგორც მან შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, ასამბლეის მე-80 სესიის ტრიბუნა, სადაც ყაველაშვილი სიტყვით გამოვა, გამოყენებული უნდა იყოს, რათა მსოფლიომ სიმართლე გაიგოს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება უშუალოდ გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, იქნება არსებულ სიტუაციაზე, იმაზეც, რომ საქართველო მზად, არის ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor