• March

    3

    2025
  • 59
  • 0
კახა კალაძე – მნიშვნელოვანია სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, რათა დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს ომს, მოხდეს გამოძიება

კახა კალაძე – მნიშვნელოვანია სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, რათა დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს ომს, მოხდეს გამოძიება

ვიდრე წინა ხელისუფლება 2008 წლის მოღალატეობრივ ქმედებას ჩაიდენდა, რამდენიმე ხნით ადრე გააუქმა კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ, უკვე რა ფიქრები ჰქონდათ და რა ნაბიჯებს დგამდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნება მნიშვნელოვანია, რათა 2008 წლის აგვისტოს ქმედებებს შესაბამისი გამოძიება მოჰყვეს.

„ასევე, აღნიშნული მუხლის აღდგენა მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს ომს, მოხდეს გამოძიება. ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყანას უღალატა, დაკარგა ტერიტორიები თავისი უგუნური ქმედებების შედეგად, გაეცეს შესაბამისი პასუხები. მათი ქმედებები გააზრებული იყო, ძალიან კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ, ვის ინტერესს ემსახურებოდნენ, ვინ იდგა ამის უკან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor