• November

    24

    2025
  • 48
  • 0
კახა კალაძე – ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად ვიღაც ჩამოვა ევროპიდან ან ამერიკიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ქართველებმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ

კახა კალაძე – ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად ვიღაც ჩამოვა ევროპიდან ან ამერიკიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ქართველებმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ

ნახეთ და შეადარეთ, რუსეთთან პირდაპირი ვაჭრობა წლების განმავლობაში რამდენი იყო და როგორია დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შემოღებულია სანქციები, პირდაპირი ვაჭრობა აქვთ და რამდენია თანხების ბრუნვა, ამასაც ნახავთ – მარტივად შეიძლება ინფორმაციის მიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა. კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელმაც ევროკავშირი რუსეთთან მრავალმილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობების გამო გააკრიტიკა.

კახა კალაძის თქმით, ნურავის ჰგონია, რომ საქართველოს ინტერესების დასაცავად ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა.

„ეს ჩვეულებრივი რეალობაა. თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ და პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რეზოლუციებს იღებდნენ, მოგვიწოდებდნენ, მივერთებოდით სანქციებს, რითაც ჩვენ უნდა დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა და ხალხი, ხოლო მათ ამით უნდა ესარგებლათ. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, ყველა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნუ გგონიათ, აქ ჩვენი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა. ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე  და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველებმა, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხსა და ამ ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor