• May

    17

    2024
  • 90
  • 0
კახა კალაძე – როგორ წარმოგიდგენიათ, საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის მინისტრმა ხელისუფლების წინააღმდეგ გააკეთოს განცხადება, ლუსტრაციაა, რომ დონორების დაანონსებული რევოლუცია გარედან იმართება

კახა კალაძე – როგორ წარმოგიდგენიათ, საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის მინისტრმა ხელისუფლების წინააღმდეგ გააკეთოს განცხადება, ლუსტრაციაა, რომ დონორების დაანონსებული რევოლუცია გარედან იმართება

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს, საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებები გაკეთოს, ეს არის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია, ყველაფერი, გარედან იმართება.

„ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი, შეიძლება ითქვას, კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია, ყველაფერი, იმართება გარედან და ამის დადასტურება იყო რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი და მანამდე პოლიტიკოსები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი, გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის შეურაცხყოფა და ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მმართველი გუნდი დგამს ნაბიჯებს, რომ გააძლიეროს ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი.

ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი. დამოკიდებულება რომელიც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, არ უნდა გაბედოს ვერცერთმა პოლიტიკოსმა, რომ საქართველო, თითქოს ევროპულ გზაზე უნდა დათმოს სუვერენიტეტი. ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს უნდა გაიგოს ყველამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor