• August

    10

    2024
  • 83
  • 0
კახა კალაძე – როდესაც პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოდიან მაღალი თანამდებობის პირები, ამას მივესალმებით, უბრალოდ, გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ იქნება სწორი შეფასებები და არ გაგრძელდება სიცრუის კამპანია

კახა კალაძე – როდესაც პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოდიან მაღალი თანამდებობის პირები, ამას მივესალმებით, უბრალოდ, გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ იქნება სწორი შეფასებები და არ გაგრძელდება სიცრუის კამპანია

ზოგადად, რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, როდესაც პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოდიან კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები? ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. უბრალოდ, ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ იქნება სწორი შეფასებები და არ იქნება გაგრძელება იმ სიცრუის კამპანიის, რასაც ვისმენდით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, სწორი შეფასებები უნდა გაკეთდეს ქვეყნის პროგრესთან დაკავშირებით.

„ჯარის მიმართულებით თანხებთან დაკავშირებით პირდაპირ განაცხადეს, ქართულ ჯარს ვაცლით აღნიშნულ თანხას და მივცემთ, პირობითად, ლომჯარია-გიგაურსო, ანუ არასამთავრობო სექტორს. ესეც გასაგებია ჩვენთვის. ეს თანხები მიმართული იქნება, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია იყოს გაღრმავებული, ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს, მაქსიმალურად შეეცადონ არჩევნებზე სიტუაციის არევას, თუმცა ყველა არაკანონიერ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში გაეცემა შესაბამისი პასუხი. რაც შეეხება სენატორისა და კონგრესმენის ვიზიტს, ჩვენ ვიზიტებს მივესალმებით. გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ სწორი შეფასებები იქნება გაკეთებული და არა სიცრუის კამპანია, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ. ზოგადად, რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, როდესაც პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოდიან კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები? ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. უბრალოდ, ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ იქნება სწორი შეფასებები და არ იქნება გაგრძელება იმ სიცრუის კამპანიის, რასაც ვისმენდით“, – განაცხადა კალაძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor