• October

    1

    2025
  • 41
  • 0
კახა კალაძე – საამაყოა, რომ გვაქვს მშვიდობა, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს დანის პირზე მოუწია სიარული

კახა კალაძე – საამაყოა, რომ გვაქვს მშვიდობა, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს დანის პირზე მოუწია სიარული

13 წლის თავზე ძალიან ბევრია საამაყო – საამაყოა ის, რომ გვაქვს მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ებრძვის მტერი, რომელიც ანგარიშგასაწევია, მხედველობაში მაქვს „გლობალური ომის პარტია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ 13-წლიანი მმართველობის მიღწევებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს დანის პირზე მოუწია სიარული.

„ამას ებრძვის არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, არამედ აშშ-ის პრეზიდენტიც და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ნახეთ, რა პროცესები გამოიარა საქართველომ, თუნდაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე. დანის პირზე მოგვიწია სიარული – უამრავი გამოწვევა და პრობლემა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ არ გსიამოვნებთ ამაზე საუბარი, ეს არის მოცემულობა – ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობას იღებს მოსახლეობა. ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენი პოლიტიკით გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისე როგორც არასდროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor