• November

    12

    2024
  • 52
  • 0
კახა კალაძე – საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე

კახა კალაძე – საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს მუშაობა ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენთა მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე. ამის შესახებ მან მედიის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, გამოძიების შესაძლებლობა საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაშიც არსებობს.

„„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საარჩევნო კამპანიის დროს გავაკეთეთ განცხადება და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რადგან იყო მთელი რიგი გეგმები და გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ძალიან მძიმედ დაამახსოვრდა მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა. როგორ შეიძლება შენ იყო ხელისუფალი და ექცეოდე შენი ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ექცეოდნენ ეს ადამიანები მოსახლეობას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. შესაბამისად, ყველას და ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor