• June

    29

    2024
  • 89
  • 0
კახა კალაძე – სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ

კახა კალაძე – სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ

რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსა და ესპანეთს შორის ხვალ გასამართი მატჩის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ვხვდებით ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ესპანეთის ნაკრები დაკომპლექტებულია ძლიერი ფეხბურთელებით. ეს არის გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა და აჩვენა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.

ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მწვრთნელი, მაგარი ბიჭები და დარწმუნებული ვარ, სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, რა თქმა უნდა, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ. ყველასთან შეიძლება თამაში, წარმატების მიღწევა. ეს დადასტურდა წინა შეხვედრებშიც. რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor