• November

    25

    2025
  • 87
  • 0
კახა კალაძე – ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი

კახა კალაძე – ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი

გამოაშკარავდა რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უცხოეთიდან ფულის შემოტანის მცდელობები იკითხება კონკრეტული ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებებშიც.

„გამოაშკარავდა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ. ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ვიცით, რომ ეს ყველაფერი გარედან იმართება, მითითებებსაც გარედან იღებენ. პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, საუბრობდა, ვეძებთ გზებს საქართველოში ფულის შემოსატანადო. ნახეთ, ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ. ელჩი, რომელსაც დიპლომატიური მისია აქვს, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, აკეთებინებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც დაფუძნებულია ტყუილზე, ხელს უწყობს სიძულვილის გაღრმავებას და ა.შ.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor