• October

    6

    2025
  • 41
  • 0
კახა კალაძე – ყველამ გაითავისოს, რომ ქვეყანას მართავს მოსახლეობა, ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ოპოზიციური სპექტრი როგორ იყოს წარმოდგენილი

კახა კალაძე – ყველამ გაითავისოს, რომ ქვეყანას მართავს მოსახლეობა, ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ოპოზიციური სპექტრი როგორ იყოს წარმოდგენილი

ყველამ გაითავისოს ის, რომ ქვეყანას მართავს მოსახლეობა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იყოს ხელისუფლებაში და ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები და არა ვიღაც-ვიღაცები გარედან.

„ჩემი პოზიცია მარტივია – არც კალასი და არც კოსი არ გიშველით იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გიჭერთ მხარს. ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი.

ერთი რამ უნდა გაიგოთ, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონნი არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, ვისაც ხედავთ აქ, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც-ვიღაცები გარედან. ეს გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor