• October

    26

    2024
  • 70
  • 0
კახა კალაძე –  ძალიან ემოციური დღეა, ეს გამარჯვება, პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს, მადლობა თითოეულ მხარდამჭერს

კახა კალაძე – ძალიან ემოციური დღეა, ეს გამარჯვება, პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს, მადლობა თითოეულ მხარდამჭერს

თბილისის მერი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მმართველი გუნდის მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს მადლობას უხდის.

როგორც კალაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. მართლაც რომ ძალიან ემოციური დღეა, რადგან ეს გამარჯვება, პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები; დაცული იყოს ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესი. რა თქმა უნდა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად. მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდნენ და იდგნენ იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor