• October

    6

    2024
  • 77
  • 0
კახა კალაძე – წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს

კახა კალაძე – წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრების განახლებასა და მათ მიერ პრემიერობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„მისი მხრიდან უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენა?! არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უნდათ, ის წარმოადგინონ. უბრალოდ, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა და, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor