• October

    6

    2024
  • 71
  • 0
კახა კუკავა :,,ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის დაზვერვა….რასაც სალომე ზურაბიშვილი ჩადის, ეს არის სახელმწიფოს ღალატი” ! 

კახა კუკავა :,,ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის დაზვერვა….რასაც სალომე ზურაბიშვილი ჩადის, ეს არის სახელმწიფოს ღალატი” ! 

საპარლამენტო არჩევნებამდე 20 დღით ადრე, ,,GEO NEWS”  გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკოს კახა კუკავასთან, რომლის შეფასებით ,,ქართულ ოცნებას,, გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

კახა კუკავა: იცით, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ მგონია, რომ ხალხი მაინც ,,ქართული ოცნებას” დაუჭერს მხარს. თუმცა ამ ხელისუფლებას აქვს რისკები – ეს მისი დაბალი რეიტინგია და მეორე მხრივ, საერთაშორისო ზეწოლა. ერთადერთი ვისაც შეუძლია ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ეს არის კოალიცია – ახალი ალტერნატივა, ისე როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუციური გზით, ასევე არაკონსტიტუციური გზითაც. გამომდინარე იმ ზეწოლისა, რასაც მასზე ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები.

ბატონო კახა, დასავლელი ლიდერებისა და შტატების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ქმედებები არის თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ?

-ვფიქრობ, რომ ცალსახად ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არანაირ დემოკრატიაზე არ ზრუნავს. რა თქმა უნდა, დღეს საქართველოში არ არის დემოკრატია, თუმცა ჩვენ გვახსოვს რეჟიმები, რომლებიც ბევრად არადემოკრატიული იყო, დღევანდელ რეჟიმთან შედარებით. თუმცა მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებს პრობლემა არ ჰქონია: ჯაბა იოსელიანთან, არც შევარდნაძესთან და არც მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც პირდაპირი გაგებით ქუჩაში ხალხს ხოცავდა.

დღეს შეერთებულ შტატებს ადარდებს არა დემოკრატიის პრინციპები, არამედ ის ომი, რომელსაც უკრაინაში ბაიდენის ადმინისტრაცია აგებს. მათთვის საქართველო იყო ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საშუალება ,,ფიჩხი”, რომელიც უნდოდათ შეეკეთებინათ, აი, ამ რაღაც ცეცხლის ალში, რომელშიც უკრაინაა გახვეული ამაზე კი, გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო საქართველოს მთავრობამ უარი თქვა და ძალიან კარგია, რომ უარი განაცხადა. ამის შემდგომ დაიწყო პრობლემები, თორემ ივანიშვილი, რაც დღეს არის ის იყო ხუთი და ათი წლის წინათ. და ჩვენ გვახსოვს ისიც, რომ მაშინ შტატებს ეს არ შეუმჩნევია. ეს იქნება დემოკრატია თუ სასამართლო, რასაც ედავებიან.

თქვენი აზრით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ქვეყანაში რა შესაძლო სცენარი შეიძლება განვითარდეს ?

-სავარაუდოდ, ყველა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ხელისუფლება გამოაცხადებს არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ არ ვიცით რა პროცენტით გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება”, თუმცა პირველ ადგილს, რომ აიღებს, პრინციპში, ამას ყველა კვლევა ადასტურებს. შეიძლება ოცნებისთვის 40%-ი მისაღები არ იყოს, მაგრამ ის ამითაც გავა პირველ ადგილზე, რადგან სხვა პარტია ამხელა პროცენტს უბრალოდ ვერ აჩვენებს. შესაბამისად, იქნება მცდელობა რევოლუციური სცენარის, თუმცა მივა თუ არა ეს ბოლომდე არავინ იცის.

ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის დაზვერვა. ვფიქრობ, ქვეყანაში დღეს ოპოზიცია იმისთვის არ არის მზად, რომ მოაწყოს ფერადი რევოლუცია. ფერადი რევოლუციისთვის მარტო გარე მხარდაჭერა არ არის საკმარისი. რევოლუციას სჭირდება მასობრივი მხარდაჭერა ხალხის მხრიდან. დღეს ქვეყანაში 2003 წლის მოცემულობა არ არის. მაშინ გარე მხარდაჭერაც იყო და ხალხისაც, რაც სააკაშვილმა და მაშინდელმა რევოლუციის ლიდერებმა გამოიყენეს. და ახლა რევოლუციის ე.წ. ლიდერები ხაზარაძე, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე უკვე კომიკური პიროვნებები უფრო არიან, ვიდრე რევოლუციის ლიდერები.

ჩვენ გვახსოვს ისიც, რომ ბოლო პერიოდში, როცა თბილისში აქციები გამართულა, ხალხი რევოლუციის ლიდერებს ქუჩაში არა თუ გამოუყვანია, არამედ გამოსული ხალხი ოპოზიციური პარტიების ლიდერთა დანახვაზე იშლებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ პროტესტს არ ექნება ისეთი მასობრივი მხარდაჭერა, რომ ის რევოლუციაში გადაიზარდოს. თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება, ამერიკის დაზვერვის მხარდაჭერა და არ განხორციელდება მათი მხრიდან სპეცოპერაცია.

დასავლეთიდან მართული სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკაც შეაფასეთ… 

თქვენ გინახავთ რომელიმე გერმანელი პოლიტიკოსი ჩასული პარიზში ან იტალიაში ? და ჩიოდეს, რომ ვაი, ვაი, შოლცი არ არის დემოკრატი ? ან თქვენ გგონიათ, რომ საფრანგეთში ლეპენს მოსწონს მაკრონის პოლიტიკა ? მაკრონის მთავრობა არავის არ მოსწონს. მე ვუსმენ მის გამოსვლებს, ვკითხულობ ინტერვიუებს, მაგრამ მე არ მინახავს, რომ ლეპენი ჩასულიყო რომელიმე ქვეყანაში და ეთხოვა, არიქა, მომეხმარეთ, მაკრონის რეჟიმის წინააღმდეგო. ჩვენ თუ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ვართ იმ კურსის მიმდევრები, რომ საქართველო რეალურად უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, მაშინ მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ,,ოლია მათხოვარივით,, დარბოდეს სხვადასხვა სახელმწიფოებში. და იქ ეხვეწებოდეს უცხო ქვეყნის მთავრობებს, რომ ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში.

მე ვფიქრობ, რომ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, რასაც სალომე ზურაბიშვილი ჩადის, ეს არის სახელმწიფოს ღალატი. 

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor